საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში პროფესიული უნარების სააგენტო აცხადებს კონკურსს პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განსახორციელებლად მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის.
პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები საჯარო სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს პროგრამის ფარგლებში, სკოლის შენობაშივე მოწყობილ მცირე პროფესიულ ლაბორატორიაში მოსინჯონ ძალები სხვადასხვა პროფესიაში, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას პროფესიული განათლებისა და პროფესიის შესახებ და მიიღონ ინფორმირებული და გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება.
საკონკურსო განაცხადის წარმომდგენია ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და საჯარო სკოლა.
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პროგრამის ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება მხოლოდ შემდეგ საჯარო სკოლებთან პარტნიორობით:
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლები;
სექტორული სკოლები (სომხური, აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული);
იმ მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები, სადაც პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები მცირე მასშტაბით ან საერთოდ იყო წარმოდგენილი 2017 წლიდან დღემდე.
კონკურსი ცხადდება შემდეგ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში:
იმერეთი: ჭიათურა, ტყიბული, თერჯოლა, ხარაგაული
ქვემო ქართლი: თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი
კახეთი: ყვარელი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი
მცხეთა-მთიანეთი: სტეფანწმინდა, დუშეთი
შიდა ქართლი: კასპი
სამცხე-ჯავახეთი: ახალქალაქი, ასპინძა, ნინოწმინდა
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მოცემული ბმულიდან:
პროგრამის საინფორმაციო ბროშურა იხ:
საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია 10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით.