აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა დარბაიძეს სპორტულ ღონისძიებაზე სიგელი გადაეცა
27-04-2018
აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა დარბაიძე ღონისძიებაში „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდა. საბამ თავის საყვარელ სპორტზე, შერეულ საბრძოლო ხელოვნებასა (MMA) და მრავალგზის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გამართა.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის
პოპულარიზაცია იყო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა
საბა დარბაიძეს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
აწყურის საჯარო სკოლა ულოცავს საბას და წარმატებულ მოღვაწეობას უსურვებს მის რჩეულ სპორტის სახეობაში.