ალგეთის N1 საჯარო სკოლის 13 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა
11-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს საბაზისო საფეხური 34 წარჩინებულმა მოსწავლემ დაასრულა, რომელთა შორის 13 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლიდანაა. 

ალგეთის N1 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

  1. ლალა ჰუსეინოვა;
  2. ხურუ ბაქიევა;
  3. ნურლან ნასიბოვი;
  4. აილინ ოჯახვერდიევა;
  5. საქინა ბაირამოვა;
  6. ზეინაბ ფაშაევა;
  7. ლამიდა ისმაილოვა;
  8. თამამ ალახვერდიევა;
  9. ულვი ისმაილოვი;
  10. ტურალ ალახვერდიევი;
  11. თუნარ ბაირამოვი;
  12. დურსუნ ისაევი;
  13. ნარმინ ბაირამოვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგლმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხანალი გახრამანოვმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცეს და კომპიუტერები და დიპლომები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203