რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ბიზნეს ოლიმპიადაზე
27-04-2018
რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადის - ,,მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით,მონაწილეები გამოირჩეოდნენ მომზადების მაღალი დონითა და პასუხისმგებლობით.
ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი საქართველოს ბიზნესის აკადემიის -SBA ორგანიზებითა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის - SEPIA ავტორობით, ქალაქ რუსთავში გაიმართა.