ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სკოლასა და აღნიშნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა სემინარში - STEM აკადემია. ამერიკიდან მოწვეული პროფესორები საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ჩაუტარებენ სემინარებს და მათ ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში არსებულ უახლეს აღმოჩენებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობენ.