10 კითხვა, რომლებიც კვლევის დაგეგმვისას მასწავლებელმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
22-04-2023

კვლევა მასწავლებლის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პედაგოგი თავის პრაქტიკულ საქმიანობაში მუდმივად კვლევა-ძიების პროცესშია, საკვლევი საკითხი კი უამრავი შეიძლება იყოს.

მასწავლებელი სანამ უშუალოდ კვლევის პროცესზე გადავა, იქამდე უნდა განსაზღვროს, რისი გარკვევა სურს? მისი მიზანი კვლევით პრობლემის მიზეზის დადგენაა თუ მისი მოგვარების გზის აღმოჩენა?

მასწავლებელმა პრაქტიკის კვლევა შესაძ­ლებელია განახორციელოს სამი ძირითდი მიზნით: არსებული პრაქ­ტიკის შესწავლა (მაგ.:რა განაპირობებს მოსწავლეების დაბალ შედეგებს?), პრობლემის მოგვარება (მაგ,: რა შეიძლება გაკეთდეს მოსწავლეებში დისციპლინის პრობლემების მოსაგვარებლად?), სასურველი ცვლილების განხორციელება (სასარგებლოა თუ არა ჯგუფური მუშაობა დიფერენცირებული სწავლების თვალსაზრისით?)

კვლევის ფოკუსის განსაზღვრის შემდეგ სასურველია სამოქმედო გეგმის შემუშავება. მასწავლებლებისთვის შედგენილი გზამკვლევის თანახმად, კვლევის დაგეგმვა პედაგოგებს დაეხმარება, თავიდან აიცილონ უსარგებლო საქმიანობა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ კვლევის დაგეგმვის ეტაპზე მასწავლებლებს დაეხმარება შემდეგ შეკითხვები:

  1. რა სახის ლიტერატურას უნდა გავეცნო ჩემ მიერ შერჩეული საკითხის შე­სახებ საბაზო ინფორმაციის მოპოვების მიზნით?
  2. რა მინდა, რომ გავიგო კვლევის შედეგად?
  3. რატომ მინდა, რომ გამოვიკ­ვლიო ეს საკითხი?
  4. ვინ შეიძლება დამეხმაროს ამ საკითხზე ცოდნისა და კომპეტენციის გაღრმავებაში?
  5. მონაცემთა რომელი წყაროები შეიძლება გამოვიყენო სასურველი ინფორ­მაციის მოპოვების მიზნით?
  6. ვისგან შეიძლება მოვიპოვო მონაცემები – მოს­წავლეებისგან? მასწავლებლებისგან? მშობლებისგან? ადმინისტრაციის­გან?
  7. ვინ შეიძლება დამეხმაროს ჩემ მიერ მონაცემთა მოპოვებისათვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნაში/გაუმჯობესებაში?
  8. ძირითადად რამდენ საქმიანობას განვახორციელებ კვლევის ფარგლებ­ში?
  9. რა დრო დამჭირდება ამისთვის?
  10. ვინ იქნება პასუხისმგებელი თითო­ეულ საქმიანობაზე (იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ერთობლივად ხორციელ­დება მასწავლებლების ჯგუფის მიერ).

ექსპერტები მიუთითებენ, რომ კვლევის ფოკუსის შესახებ საბაზო ინფორმაციის მოძიების­თვის მაწავლებლებმა შეიძლება გამოიყენონ ისეთი სტრატეგიები, როგორე­ბიცაა პროფესიული ლიტერატურისა და კოლეგების გამოცდილების გაცნობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203