წინასააღდგომოდ 100 ლარი ჩაირიცხა - რომელი ბავშვები სარგებლობენ პროგრამით წელიწადში ორჯერ
12-04-2023

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 702 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაერიცხა, - ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულადი დახმარება მიიღეს: მრავალშვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა; 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა მშობლებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები); ავღანეთის ომის ვეტერანებმა; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა; 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებს პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203