ვარდისუბნის (საქობოს) საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა
27-04-2018
ვარდისუბნის (საქობოს) საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

აღნიშნულ აქტივობაში დაწყებითი კლასისა და საბაზო საფეხურის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაეთავისებინათ და დედა ენას მოფერებოდნენ.

ზეიმზე მონაწილეებმა იმღერეს, იცეკვეს და მაყურებლის წინაშე შესაბამისი თემატიკის სიტყვებით წარსდგნენ.
 
ღონისძიების ორგანიზატორიები იყვნენ  პედაგოგები: ნუნუ კაპანაძე, ლია სარალიძე, ნათელა გორელიშვილი, დალი ბიწაძე, ირმა კურტანიძე, ციური ღონღაძე და ხათუნა ფცქიალაძე. 
იდეის ავტორები - ელიზა კვინიკაძე და მართა ტაბატაძე.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203