დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო ისტორიაში ქალის როლზე ისაუბრეს
27-04-2018

დაბა თამარისის საჯარო სკოლის  მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტზე - „ქალის როლი მსოფლიო ისტორიაში“ იმუშავეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ინტერნეტის საშუალებით მოეძიათ ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული ქალების შესახებ. 

მოძიებული ინფორმაცია მოზარდებმა ერთმანეთს გაუზიარეს და მათთვის საინტერესო და გამოჩენილ ქალებზე -  სარა მარგარეტ ფულერსა და ნაჯათ ვალო-ბელქასემზე კედლის გაზეთი გააკეთეს. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203