ახალციხის N6 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე განათლების სამინისტრომ ლეპტოპებით დააჯილდოვა
27-04-2018

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა ვიქტორინა „წიგნის დღე“ ჩაატარა.

ვიქტორინაში ახალციხის N6 საჯარო სკოლაც მონაწილეობდა. პირველ ტურში მეათე კლასის მოსწავლეებმა გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებებიდან  დასმულ 12 შეკითხვას უპასუხეს. მეორე ტურში ათი საჯარო სკოლის გუნდი გადავიდა. მათ ასევე 12 შეკითხვას უპასუხეს, რამაც ფინალისტთა ბედი გადაწყვიტა.

აქვე აღსანიშნია, რომ  ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ქრისტინე ჩილინგარაშვილი და მარიამ ხმალაძე,  წარმატებული სწავლისთვის განათლების სამინისტრომ  ლეპტოპებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203