რამდენ პირველკლასელს ელიან ნინოწმინდის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპელიტეტის სკოლებში
12-04-2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. საჯარო სკოლებმა უკვე იციან დაახლოებით რამდენი პირველკლასელის მიღებას აპირებენ და რამდენი თავისუფალი ადგილი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მცირეკონტიგენტიან სკოლებში ჯამში სავარაუდოდ 60-მდე პირველკლასელს ელიან უფრო კონკრეტულად კი: 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის დირექტორის-არაქელ სეირანიანის განცხადებით, მომავალი სასწავლო წლისთვის სულ7-8 პირველკლასელს ელოდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი აღნშნავს, რომ პირველ კლასში სავარაუდოდ 15 მოსწავლეს მიიღებენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ კლასში სავარაუდო 2 მოსწავლე მივა;

შედარებით უფრო მეტ მოსწავლეს ელიან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლაში. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლი თქმით, 2023-2024 სასწავლო წელს 23-მდე პირველკლასელი უნდა დარეგისტრირდეს.

ხოლო 10-მდე პირველკლასელს ელიან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლაში, ამის შესახებ სკოლის დირექტორმა ფაიაზ ველიევმა განგვიცხადა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნულ სკოლებშ პირველკლასელებისთვის საზეიმო ღონისძიებებით დაიწყება, მოსწავლეებს საკლასო ოთახებში ასევე დახვდებათ კომპიუტერები და სახელმძღვანელობი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203