კერძო სკოლა „განათლებაში“ მშობლებმა მოსწავლეებს მოთხრობები წაუკითხეს
27-04-2018
ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სასწავლო პროცესის წარმართვაში. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი შვილების სწავლის პროცესში და მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
მშობელთა კლუბის ხელმძღვანელის მაია ბერიძე-შერვაშიძის ინიციატივით სკოლაში საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
სკოლას მშობლები რესან ზაქარაძე, ხათუნა მენაბდე, ნათია კონცელიძე, გოგოლა ბერიძე, ინგა გოგეშვილი და მაია ბერიძე სტუმრობდნენ.
ისინი მოსწავლეებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მოთხრობები წაუკითხეს.
ღონისძიება წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.