დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერაზე ლექცია ჩატარდა
27-04-2018
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეორიული ლექცია ჩატარდა. 

მასში მეცხრეკლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ლექციის მიზანი იყო დაუნის სინდრომოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებელთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრეს. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203