გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
13-04-2023
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ 13 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას. იწურება აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც გამოცდაზე  სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ და რეგისტრაციის დროს მონიშნული აქვთ შესაბამისი გრაფა - მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ. განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9, რეგიონებში კი - ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ეროვნულებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა, 45 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა - რა უნდა გაითვალისწინოთ
 
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (დამატება, წაშლა ან გადაადგილება) - ეს ვადა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე ამოიწურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ არის. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ აბიტურიენტთა ცნობარს, რომელშიც მოცემულია სიახლეები, აგრეთვე ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში მოცემულია ცხრილიც, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203