პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ დახატეს
27-04-2018
პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილი ბუნებაში ჩატარდა. 

ბუნებაზე უშუალო დაკვირვებით - პლენერზე,  მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები და წარადგინეს კლასის წინაშე. 

პლენერული ფერწერის ნიმუშები რენესანისა და XVII საუკუნის ოსტატებთანაც გვხვდება, თუმცა ძირითადი პრინციპები XIX საუკუნის I ნახევრიდან გავრცელდა. 

საქართველოში პლენერული ფერწერის მხატვრებად გიგო გაბაშვილი და მიხეილ თოიძე მიიჩნევა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი უჩვეულო, ხალისიანი და საინტერესო იყო. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203