სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ
27-04-2018

სავანეთის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე „თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგში„ გამართულ ვიქტორინაში- „1918-21 წლების საქართველოს რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის დიმიტრი სილაქაძის ორგანიზატორობით ჩატარდა. 

პროექტში 74 სკოლა მონაწილეობდა. 

ვიქტორინის მსვლებობისას 20 კითხვა დაისვა, მონიტორზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა პასუხების მიხედვით ქულების რაოდენობა ფიქსირდებოდა. მოსწავლეებს კითხვაზე პასუხის გასაცემად 1 წუთი ჰქონდათ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისთვის ამ პროექტში ჩართვა პრიორიტეტული იყო, რადგან პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

„ეს იყო გრანდიოზულად ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა დროის ლიმიტის, სამართლიანობის და ობიექტურობის დაცვით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203