სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე მიიწვია.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით მოუწყვეს დაუვიწყარი საღამო.
ბატონმა ოთარ ბოლქვაძემ და ბატონმა ალექსანდრე ქათამაძემ დიდი მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, სკოლის დირექტორს ქალბატონ ლიანა ბოლქვაძეს და დირექტორის მოადგილეს მზევინარ ცეცხლაძეს ლამაზი შეხვედრის მოწყობისათვის.
მათთვის ძალიან დიდი პატივი იყო გაწეული ღვაწლის ასეთ თბილ გარემოში აღნიშვნა და დიდი სიყვარულით და მოფერებით გახსენება იმ წლებისა, რაც მათ განახლების საჯარო სკოლაში მოღვაწეობის პერიოდს ეხებოდა.