განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით ელექტრონულ ჟურნალს დაემატა 10 ახალი ფუნქციონალი. სისტემა პედაგოგებს დეტალურ ინსტრუქციას სთავაზობს, რომელიც მათ სამუშაო პროცესის გამარტივებაში დაეხმარება.ახალი ფუნქციონალის ჩამონათვალი და ინსტრუქცია.1. მონაცემთა გვერდიდან ჩათვლის დაწერის შესაძლებლობა.
2. კალენდრის გვერდზე დამრიგებელს შეუძლია ნახოს საკუთარი სადამრიგებლო კლასის ღონისძიებები, სკოლის დირექტორს და მისი როლის მქონე მომხმარებელს კი - სკოლაში არსებული ყველა კლასის ღონისძიებები.
3. მოთხოვნების გვერდი - მოთხოვნის სტატუსის ცვლილებისას კომენტარის ველის შევსება არასავალდებულო გახდა.
4. მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასებები - შეფასებები, რომლებიც არ მონაწილეობენ სემესტრული შეფასების გამოანგარიშებაში, ვიზუალურად განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რომლებიც მონაწილეობენ სემესტრული შეფასების გამოთვლაში
5. მოსწავლის შეფასების კომპონენტში “დამოუკიდებელი სამუშაო” ჩანაცვლდა ტერმინით „საშინაო დავალება“.
6. ჟურნალის გვერდზე თარიღების არჩევის ფუნქციონალი ვიზუალურად შეიცვალა და გამარტივდა.
7. სემესტრული განმავითარებელი შეფასება - საგნებზე, რომლებიც ფასდება სემესტრული განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი შეძლებს კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას.
8. მთავარ გვერდზე შეუფასებელი შემაჯამებლების სიაში, მასწავლებელს, მის მიერ ჩანიშნული შეუფასებელი შემაჯამებლების გარდა, გამოუჩნდება საკუთარი საგნის და კლასის მოსწავლეების ის შეუფასებელი შემაჯამებლები, რომლებიც სხვა მასწავლებლის მიერ არის ჩანიშნული.
9. ჟურნალის დადასტურებისას, თუ რომელიმე მოსწავლეს უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი, შესაბამის შეტყობინებასთან ერთად გამოვა.
10. არასწორად ასახული მოსწავლეების მონაცემები - თუ მოსწავლის განაწილება მოხდა არასწორ საგანზე, ან არასწორ განაყოფში, კლასის დამრიგებელს შეუძლია მოითხოვოს მოსწავლეზე.