აგარის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვეს
27-04-2018
აგარის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის შოთა ხახვას საიუბილეო საღამო გაიმართა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი თავბერიძემ შოთა ხახვას ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე შოთა ხახვას დიდი სითბოთი და სიყვარულით ეფერებოდნენ მოსწავლეები და კოლეგები.

შოთა ხახვა დაიბადა 1935 წელს. პედაგოგიური მოღვაწეობა 1968 წელს აგარის საბაზო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად დაიწყო, სადაც დღესაც აქტიურად განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1985-2005 წლებში ამავე სკოლის დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს საპატიო სიგელი პედაგოგიურ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203