ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში CAMCA-ს აკადემიური კონსორციუმის წევრი გახდა
19-04-2023
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში მორიგი საამაყო წარმატების შესახებ გვიამბობს:
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში CAMCA (Central Asia, Mongolia, Caucasus, Afghanistan)-ს აკადემიური კონსორციუმის წევრი გახდა! ცენტრალური აზიის, კავკასიის, ავღანეთისა და მონღოლეთის აკადემიური ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ასოციაცია ერთობლივად მუშაობს განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში, რათა უზრუნველყოს რეგიონის განვითარება.
ბრიტანული უნივერსიტეტი, როგორც კონსორციუმის წევრი, გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ დანერგოს სწავლების უახლესი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები და ხელი შეუწყოს CAMCA რეგიონის განვითარებას. სტუდენტზე მორგებული განათლებით და ინოვაციურ სწავლებაზე ფოკუსირებით ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში ქმნის განათლების სფეროს ახალ ერას რეგიონში. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, ვიმუშაოთ კოლაბორაციულად კონსორციუმის წევრებთან ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და შევქმნათ უფრო მეტად ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი განათლების ეკოსისტემა, რომელიც მსოფლიო საჭიროებებს ერგება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ნაწილი იმ ინსტიტუტებისა, რომლებსაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი უმაღლეს განათლებასა და კვლევების განვითარებაში.
თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს საერთო სამომავლო ინიციატივებსა და კოლაბორაციების შესახებ!“ - აღნიშნულია ბრიტანული უნივერსიტეტის განცხადებაში.