გაეცანით ლახამულას საჯარო სკოლაში ჩატარებულ აქტივობებს
27-04-2018
ლახამულას საჯარო სკოლაში აპრილის თვის მნიშვნელოვანი თარიღები აღნიშნეს.  

9 აპრილს ჩატარებული ლიტერატურული საღამო ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს თითეული  გარდაცვლილი, ნახეს ამ დღის კადრები, ჩანაწერები, მოისმინეს ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. 

საღამოს ორგანიზატორები ისტორიის მასწავლებლები: მანანა კვირიკაძე და მარიჯან ჭკადუა იყვნენ. 

მათ ახალგაზრდა მასწავლებელი ნათია ბერაიაც დაეხმარა. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის ყვავილნარში დაღუპულთა სახელზე წითელი ტიტები ჩაირგო.

14 აპრილს სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლის დირექტორმა ნაზი საბანიძემ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა ენის მნიშვნელობაზე, ქართული ანბანის უნიკალურობაზე. 

მოსწავლეებმა დედა ენის და ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. 

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა მულახის საჯარო სკოლის პროექტში „მოვიშინაუროთ წიგნები“ ჩაერთო.

კონკურსისთვის მოსწავლეები ნათია ბერაიამ და მანანა კვირიკაძემ მოამზადეს, ხოლო წიგნებით სკოლამ მოამარაგა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203