ბათუმის N17 საჯარო სკოლაში ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა
27-04-2018
ბათუმის N17 საჯარო სკოლაში ფეხბურთში შიდა სასკოლო პირველობა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეჯიბრში მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეხვედრები მეგობრულ ვითარებაში ჩატარდა. 

ტურნირის გამარჯვებული  მე-8 კლასის ფეხბურთელთა გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, მე-6 და მე-7 კლასების ფეხბურთელთა გუნდებმა მოიპოვეს.
 
ტურნირის მონაწილეები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

შეჯიბრის ორგანიზება სპორტის პედაგოგებმა კახაბერ ხომერიკმა და თამაზ ლორიამ გაუწიეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203