დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.
2018 წლის 26 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - ,,ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის’’ გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეა’’-ს ინიციატივით, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცნობილი რვაასწლოვანი ჭადრის დღე აღინიშნა.
ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სენაკის ცენტრში, ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების ეკოკლუბის წევრებმა მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს და შეჯიბრი გამართეს ჭადრაკსა და ფრენბურთში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის 26 აპრილს, რვასაუკუნოვანი ჭადრის დღის აღნიშვნა ძველ სენაკში ტრადიციად დამკვიდრდება.
იხილეთ ფოტოები