კერძო სკოლა „განათლებაში“ დედა ენის დღე ინტელექტუალური აქტივობით აღნიშნეს
27-04-2018
ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ დედა ენის კვირეულის ფარგლებში საინტერესო ლექციები და აქტივობები ჩატარდა. 

სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რამაზ ხალვაშმა ჩაატარა. 

„14 აპრილი მედიასა და წიგნში“ - ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც მოსწავლეებმა 1978 წლის მოვლენები ერთმანეთს შეადარეს. 

მოსწავლეებმა რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი მოისმინეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ, ჩაინიშნეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მერე წიგნში წაკითხულისთვის შეედარებინათ.

ამის შემდეგ წაიკითხეს ნაწყვეტი ქართველი კინომცოდნისა და კრიტიკოსის, გოგი გვახარიას, წიგნიდან „ცრემლიანი სათვალე“. 

გოგი გვახარია თავად იყო მოვლენების მონაწილე და საინტერესოდ აღწერს სტუდენტების ვნებათაღელვას და უფროსი თაობის არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ.

ღონისძიებას მასწავლებელი მაია მენაბდე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203