პირველ კლასში იმ მოსწავლეებსაც მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაციის ასაკმა გადაიწია. 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში ის ბავშვებიც შეძლებენ დარეგისტრირებას, რომლებსაც 6 წელი 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მხრიდან მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ეხება ბავშვების სასკოლო ასაკს, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინც დაბადებულია 1 ნოემბრამდე და შეუსრულდება 6 წელი პირველ კლასში დარეგისტრირების უფლება ექნება. აქამდე როგორც იცით პირველ კალში დარეგისტრირება იმ ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულებოდათ“, - განაცხადა ამილახვარმა.
მისივე თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და ყოველწლიურად მოხდება აღნიშნული ვადის გადაწევა საბოლოოო ნიოშნულამდე, რომელიც 31 დეკემბერია.
მშობლებისთვის ეს საკითხი არის ნებაყოფლბითი, მათ თავად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, შეიყვანონ სკოლაში ბავშვი თუ დატოვონ საბავშო ბაღებში.
ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს და გამოცხადებული რეგისტრაციის ვადები არ შეიცვლება.
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - რა ასაკის ბავშვები წავლენ სკოლაში