ნავარძეთის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი მიღძვნილ ღონისძიებას ემოციის გარეშე არ ჩაუვლია
27-04-2018

ნავარძეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის შორენა ყავილაშვილის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვებმა დიდი მოკრძალებითა და სიყვარულით უმღერეს დედა ენას.

გთავაზობთ მეორეკლასელების ღონისძიების დროს წარმოთქმულ სიტყვებს. 

„იდგა 1978 წლის 14 აპრილი, თბილი და ლამაზი გაზაფხული თუმცა, გმინავდა  რუსთაველის გამზირი ტალღებად მოდიოდა ახალგაზრდობა, დაუმშვიდებელი იყო გმინვა ერისა, რომელიც ენის, როგორც ერის არსებობის გადარჩენას ცდილობდა, ბრძოლა არ იყო უშედეგო“.

„მსოფლიო 14-დამწერლობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ანბანია, რომელიც თავისი ორიგინალურობით აოცებს ყველას, მის უკანაც იშიფრება ისტორია დასაბამიდან დღემდე“.

„ქართულ ენას გადაშენება არ უწერია, რადგან ათასობით ახალგაზრდა დგას მის სადარაჯოზე, რომლებიც მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან მშობლიური ენა - ჩვენი სახელმწიფო ენა“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203