თელავის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იტაცებთ
27-04-2018
თელავის №7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლალი ფანცქალაშვილმა და თინათინ ყარაულაშვილმა, ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს რუსთავის №12 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე -  „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრაქტიკაში“. 

კონფერენციაში, ასევე, წარმოდგენილნი იყვნენ რუსთავის №12, №6, №7, №21, №16 საჯარო სკოლები,  ისრაელის ქალაქ კირიათ-გადის სკოლა და  თელავის N7 საჯარო სკოლასთან დამეგობრებული - ისრაელის ქალაქ გედერას სკოლა.

სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნული აქტივობა სკოლებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203