როდის მოგიწევთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, ამის შესახებ შესაძლოა, წინა დღეს შეგატყობინონ
10-06-2023

წამყვანობისა და მენტორობის მსურველ მასწავლებლებს პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოს საფუძველზე შეუფასდებათ. სასურველი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების დადასტურების შემთხვევაში კი პედაგოგებს სტატუსი აუმაღლდებათ და გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.

ცნობილია, რომ დირექტორებს მასწავლებლების წარსადგენად ვადა 1 ივნისამდე ჰქონდათ, სტატუსის მოსაპოვებლად კი მხოლოდ პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსება არ კმარა. პორტფოლიო ექსპერტების წინაშე თავად პედაგოგმა უნდა წარადგინოს.

როდის მოუწევთ მასწავლებლებს გასაუბრება? ექნებათ თუ არა მათ დრო, რომ ექსპერტების წინაშე პორტფოლიოს დასაცავად მოემზადონ?

მასწავლებლის სახლმა სკოლებს ახალი დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც განმარტებულია, რომ წარდგენის პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სტატუსის ცვლილების მსურველი თითოეული მასწავლებლისთვის ცენტრი ადგენს შეფასების პერიოდს არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა და მოცემულ პერიოდს ასახავს განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრი მასწავლებელს პრეზენტაციის თარიღის შესახებ პრეზენტაციამდე მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე შეატყობინებს.

რა შემთხვევაში მოუწევთ მასწავლებლებს პორტფოლიოს დაცვა პირისპირ?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203