მასწავლებლის შესაფასებლად გამოიკითხება 10-მდე მოსწავლე, 10-მდე მშობელი და მინიმუმ 3 პედაგოგი - დეტალები
30-04-2023

წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებელი დაიმსახურებს თუ არა კარიერულ წინსვლას, ამაზე, გარკვეულწილად, მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგად მიღებული პასუხები მოახდენს გავლენას.

სქემის თანახმად, მასწავლებლებმა სტატუსის ასამაღლებლად ჯერ გამოცდა უნდა ჩააბარონ პროფესიულ უნარებში, შემდეგ კი მათი პრაქტიკული საქმიანობა უნდა შეფასდეს. პრაქტიკული საქმიანობის შეფასება კი მხოლოდ პორტფოლიოში განთავსებული დოკუმენტების მიხედვით არ მოხდება.

დოკუმენტში, რომელშიც პედაგოგების პრაქტიკის შეფასების ინსტრუმენტებია მოცემული, აღნიშნულია, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის კომპეტენციის დადასტურება ხდება პორტფოლიოს შეფასებისა და ექსპერტის მიერ ჩატარებული სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე. 

ვინ იგულისხმება სასკოლო საზოგადოებაში? რამდენი ადამიანის ინფორმაციას დაეყრდნობა ცენტრი?

დოკუმენტის თანახმად, სასკოლო საზოგადოების წევრებიდან გამოიკითხება:

ა) პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები (5-10 მშობელი).

ბ) მე-7-მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები (5-10 მოსწავლე).

გ) სკოლაში დასაქმებული მინიმუმ 3 მასწავლებელი.

პირები, რომლებსაც მასწავლებლის შესახებ აზრს ჰკითხავენ, შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით



გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი - მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტები

პორტფოლიოს წარდგენა 1-ელ ივნისამდე გადაიდო და გამარტივდა - გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203