საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილი ხდება, სამუშაო ჯგუფში იქნებიან:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ერაძე, ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი კალანდაძე.
უწყების განმარტებით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მსჯელობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
პირველ კლასში იმ მოსწავლეებსაც მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას გამართავს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
პედაგოგებს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შევხვდებით - გიორგი ამილახვარი
ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.