ხელვაჩაურის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში XII კლასის მოსწავლის ამანდა სურმანიძის შემოქმედებითი ჩანახატების პრეზენტაცია - ,,ჩემი სკოლა’’ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელმა ჩანახატებით სკოლის პედაგოგების მიმართ მადლიერება გამოხატა.
პრეზენტაციაში სკოლის პედაგოგები და ლიტერეტურის წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ლიტერეტურის წრის მოსწავლეებმა თავიანთი ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს.
სკოლის დირექცია ამანდა სურმანიძეს მადლობას უხდის და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები