13 წლის მოზარდი TIK-TOK-ის გადაღებისას გარდაიცვალა - ჯეიკობ სტივენსი ჩელენჯის პირველი მსხვერპლი არ არის
19-04-2023

აშშ-ს ოჰაიოს შტატში, 13 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა ურეცეპტოდ გაცემული დამამაშვიდებელი პრეპარატის ზედოზირების შედეგად.

13 წლის ჯეიკობ სტივენსმა მიიღო მონაწილეობა ე.წ. Benadryl Challenge-ში, რომელშიც ძირითადად ჩართულები არიან 12-14 წლის მოზარდები და რომელიც საკმაოდ სარისკოა - რადგან ბავშვები ხელოვნურად იწვევენ ჰალუცინაციებს.

მოზარდის მამა, ჯასტინი მიმართავს სხვა ბავშვების მშობლებს, მეტად აკონტროლონ შვილების აქტივობები სოცქსელებში და სამწუხაროდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიკობი ჩელენჯის პირველ მსხვერპლი არ არის - გარკვეული პერიოდის წინ, 15 წლის გოგონაც მსგავსი მიზეზით დაიღუპა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203