პედაგოგები მინისტრისგან სტატუსის მინიჭებას ელიან - სამინისტროს განმარტება, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მასწავლებლებისთვის
20-04-2023
განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლები/სპეცმასწავლებლები განათლების მინისტრისგან სტატუსის ამაღლებას ელიან. როგორც პედაგოგები გვეუბნებიან, დოკუმენტები ატვირთულია და გამზადებული, ახლა სტატუსის ამაღლებისთვის მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილება დარჩა.

„აიტვირთა აქტივობები, მოხდა გასაუბრება დამრიგებლებსა და დირექტორებთან, ასევე გამოიკითხა მოსწავლეები და მშობლები. გვაინტერესებს შედეგი ცნობილი როდის გახდება. მოგეხსენებათ მასწავლებელთა გამოცდებიც ახლოვდება პასუხი კი არ არის“, - გვწერს ერთ-ერთი პედაგოგი.

აღნიშნული ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ, განათლებისა და მეცნიერევის სამინისტროს დავუკავშირდით: როდის მიიღებს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გადაწყვეტიელაბს და როდის გახდება ცნობილი, რომელ ან რამდენ პედაგოგს აუმღლდება სტატუსი ? -  თუმცა უწყებისგან კონკრეტული ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „მიმდინარე პროცესია და ვერაფერს გეტყვით ვადებთან დაკავშირებით“. 

ცნობისთვის, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203