მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ სკოლაში იმ 5 წლის პირველკლასელებსაც მიიღებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდება, პარლამენტის განათლების კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ - გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თარიღი ეტაპობრივად გადაიწევს და საბოლოოდ, პირველ კლასში იმ მოსწავლეებსაც მიიღებენ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება:
„ეს არის გამოხმაურება იმ დიდი მოთხოვნისა რომელსაც საზოგადოებიდან ვიღებთ და სიღრმისეული შესწავლის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ პირველკლასელთა ასაკის ერთი თვით გადავადებას, რაც ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის სასიხარულო იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.