ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ინგლიურ ენაზე პროექტი ,,დავიცვათ დედამიწა“ მოამზადეს
27-04-2018
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლიურ ენაზე პროექტი - ,,დავიცვათ დედამიწა“ - Save the Planet წარადგინეს.  

ინგლისურ ენას მეშვიდეკლასელებს სოფო გვენეტაძე ასწავლის. გაკვეთილი დედამიწის დღეს მიეძღვნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ფლორასა და ფაუნას და გამოკვეთეს ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც თითოეულ ადამიანს აკისრია. 

„გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოზარდებში ეკოლოგიის მიმართ  ინტერესის გაზრდას და ინგლისურ ენაში ცოდნის განმტკიცებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203