თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი, ბაგა-ბაღების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრებს იწყებს. პირველი ასეთი შეხვედრა გლდანის რაიონში არსებული საბავშვო ბაღების დირექტორებთან გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საბავშვო ბაღებში არსებული ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
გოგი ჩიქოვანი ეტაპობრივად ყველა რაიონის ბაღების დირექტორებს შეხვდება.