თელავის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე მაღალი ინტერესი აჩვენეს
27-04-2018
თელავის N1 საჯარო სკოლაში CTEL პროგრამის ფარგლებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
V ბ კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ გაკვეთილზე მაღალი ინტერესი და აქტივობა გამოავლინეს.
მასწავლებლები იყვნენ: ინგლისური ენა - ირმა ჯავახიშვილი; სამოქალაქო განათლება - ნინო ბეჟანიშვილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები-ნინო მამულაშვილი.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ტიპის გაკვეთილების სასწავლო პროცესს უწყობს ხელს.