ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლებმა თამილა დუმბაძემ და ინგა რიონიძემ ღონისძიება - „The days of poetry“ ჩაატარეს.
ღონისძიება შექსპირის იუბილეს ეძღვნებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია power point -ში და შექსპირის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. მოზარდებმა ასევე წაიკითხეს სონატები, აჩვენეს ნაწყვეტები ფილმიდან „როიმეო და ჯულიეტა“ და გაავლეს პარალელები დღევანდელ ცხოვრებისეულ მომენტებთან. ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ყურშუბაძემ შექსპირის პორტრეტი დახატა.
მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სერთიფიკატები აქტიური მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები