მესტიის N3 საჯარო სკოლაში ი.გოგებაშვილის დაბადების 176 და „დედაენის“ 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი ჩატარდა.
ღონისძიება მუსიკის ფონზე ჩატარდა. იყო მხატვრული კითხვა, ინსცენირებები, საზრიანთა და გონებამახვილთა კონკურსი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ წიგნებით.
მოსწავლეებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“, სადაც წარმოადგინეს ჩანახატები და ილუსტრირებული ალბომები, თავიანთი შემოქმედება, მათი თვალით დანახული იაკობი და „დედაენა“.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს ი.გოგებაშვილის ღვაწლი ეროვნული საგანძურის - „დედაენის’’ შექმნისთვის.
იხილეთ ფოტოები