ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ
27-04-2018
ხაჯალიის საჯარო სკოლაში, „ჩემი ბიუროს“ ორგანიზებითა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მონაწილეობით, ბულინგის, ადრეულ ასაკში ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
ნიგვზნიანისა და ხაჯალიის საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, რაც მათ ამ მიმართულებებით ჰქონდათ.
შეხვედრის შედეგად მონაწილეები შეჯერდნენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის, აუცილებელია, ბავშვები ინფორმირებულები იყვნენ პრობლემის არსის და მისი სერიოზულობის შესახებ.
დირექციის ცნობით, ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკმაოდ კარგად აცნობიერებენ, რომ ძალადობა ცალკეული ინდივიდისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებას აფერხებს; რომ ბულინგს ზიანი მოაქვს არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ - თავად ინიციატორისთვის და მოსწავლეები მზად არიან, თავიანთ სკოლებში ბულინგის ყველანაირი გამოვლინება აღკვეთონ. მათ ასევე იციან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება რისკის შემცველი მრავალი კუთხით შეიძლება იყოს, განსაკუთრებით - გოგონებისთვის.
ლანჩხუთი- ჩოხატაურის მაჟორიტარის ბიუროს ცნობით, მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები კვლავ გაგრძელედება, რაც პრევენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.