კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეები ქიმიას საინტერესო ექსპერიმენტებით სწავლობენ
27-04-2018
ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ საბუნებისმეტყველო კლუბის წევრებმა სკოლაში ქიმიური ექსპერიმენტები ჩაატარეს. 

„ვიცით, რომ ქიმიის სწავლა ძალიან რთულია, თუმცა ზოგჯერ ძალიან სახალისოა, ამიტომ კლუბის წევრებს ჩვენ რამდენიმე საინტერესო ცდა შევთავაზეთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
 
მოსწავლეებმა შეძლეს და მოახერხეს ცეცხლის ხელზე დანთება დამწვრობის გარეშე, დეზინფექციის ხსნარის საშუალებით ცეცხლის წარმოქმნა, სოდისა და ძმარის საშუალებით წარმოქმნეს ვულკანი, დააკვირდნენ წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებას რამდენიმე წამის განმავლობაში და მოათავსეს კვერცხი კოლბაში. 

ცდები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203