სკოლის მანდატურების ფორმა იცვლება - იხილეთ ახალი დიზაინი
20-04-2023

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, იცვლება მანდატურების სამსახურებრივი ფორმა.

ახალი დიზაინით, მანდატურების ქურთუკი და პულოვერი იქნება ხაკისფერი, ხოლო შარვალი და ქვედაბოლო - ლურჯი; ლურჯი უნდა იყოს ასევე ქუდი, ხოლო ქამარი - ხაკისფერი.

ბრძანების თანახმად,  „კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები“.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203