მასწავლებლებს გამოცდის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ... – NAEC განმარტავს
22-04-2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023  წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად 20 აპრილიდან  22 მაისის 18:00 საათამდე.

თუმცა აქვე მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციის თანხა სხვა აპლიკანტებთან ერთად იმ პედაგოგებსაც დაუბრუნდებათ, ვინც რეგისტრაცია ვადის ამოწურვამდე გააუქმა.

საფასური სრულად ბრუნდება:

თუ 2023  წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;

თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;

თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით. 

თანხა ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203