დაშტაფის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
21-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი განხორციელდა, მოსწავლეებმა გაიგეს, რატომ დაარსდა ეს დღე, ასევე რა მნიშვნელობის მატარებელია.
ისინი შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, კედლის გაზეთი დაამზადეს და დაწერეს, რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ დედამიწა დაიცვან.
ასე, სკოლაში, დირექტორის - მაგამედალი კურბანოვის დახმარებით, გარემოსდაცვითი აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა ხეები გასხლეს და ეზო გაწმინდეს. მათი მიზანი გარემოს მოწესრიგება და გამწვანება იყო.
აღსანიშნავია, რომ მაგამედალი კურბანოვი ჯანსაღი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავს.