განათლების მინისტრთან პედაგოგების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული მასწავლებლები ამბობენ, გიორგი ამილახვართან არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ერთ ერთი პედაგოგი მერი პაპიძე
etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, „განვიხილეთ პრობლემები, დღეს რასაკვირველია შედეგი არ იყო, თუმცა განიხილავენ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.
„კითხვები დავსვით რჩევები მივეცით, დიდი მოლოდინი გვაქვს რომ კარგად იქნება ყველაფერი და ბავშვების მოსწავლეების სასიკეთოდ გადაწყდება საკითხი“, - გვითხრა ლიზი ნიჟარაძემ (N62 საჯარო სკოლა), ხოლო ინგა
ღუღუნიშვილმა (თბილისის N147 საჯარო სკოლა) კი დასძინა, რომ რაც უფრო მჭიდრო იქნება კავშირი მინისტრსა და პედაგოგებს შორის, მით უკეთესი.
„შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია, პასუხებს არც ველოდებოდით, გაჟღერდა ის პასუხები რომელიც პედაგოგებს აწუხებთ და მივიღეთ დაპირება, რომ განიხლავენ და იმედი გვაქვს გახსნილი ურთიერთობა იქნება მასწავლებლებსა და სამინისტროს შორის. მთავარი პრობლემა, რომელიც გვაქვს, არის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგებმა თვის ბოლომდე უნდა ატვირთონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ პორტფოლიო სტატუსს არ მიებას. ამაზე პასუხი არ მიგვიღია თუმცა გვითხრეს, რომ ამაზე იმსჯელებენ“, - გვითხრა ნინო ჭიჭლაშვილმა.