ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გაიმარჯვეს
30-04-2018
ზერტის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გაიმარჯვეს. 

სკოლის მოსწავლეთა კონკურსი მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში ჩატარდა. 

კონკურსის ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, რომელთაგან 4 ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლის აღსაზრდელები ნინო დოლუაშვილი, ანი ბესიაშვილი, სერგი ტურაშვილი და ლევან რევაზაშვილი დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ნინო დოლუაშვილი პირველ ხუთეულში მოხვდა.

გამარჯვებულები დედა ენის დღეს - 14 აპრილს გამოვლინდნენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203