ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა
30-04-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კერძოდ, ცოტა ხნის წინ ლაგოდეხის პროფილით ისტორიულ მუზეუმში პედაგოგმა ოლეგ გრიგალაშვილმა სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად ღია გაკვეთილი ჩაატარა. თემები კი შემდეგი იყო:
ხელოვნება და კულტურა, - პრეზენტატორები: მარი ნიკუაშვილი, ნუნუ სიმონიშვილი, სალომე ორჯონიკიძე;
რეკრიაციული ზონა, - პრეზენტატორები: ნელი ტაბატაძე, სალომე ქოქუაშვილი;
შრომა, პროფესია და ჰობი - პრეზენტატორები: გიორგი ჩხიტუნიძე, თამაზ ნარინდოშვილი;
რუმინელი პოეტის, შანდორ პეტეფის პოეზია: ,,მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ - თაზო ნარინდოშვილი; ,,მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად“ - ნინო წიქარიშვილი.
მოსწავლეებმა თავიანთი მოხსენებები მსოფლიო კულტურასთან და ხელოვნებასთან დაკავშირებით წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია eTwinning - ის პორტალზე.
ღია გაკვეთილი ევროპულ სკოლათა გაერთიანებაში პროექტ We discover European traditions and customs-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის დამფუძნებლები არიან რუმინელი პედაგოგი Camelia Guzu (faunder) და სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი - ხათუნა ასანიძე.
ამავდროულად, მუზეუმში სტუმრობისას სოფო ლაწუნაშვილის გამოფენა გაიმართა. იგი ფილოლოგი და თვითნასწავლი მხატვარია, რომელსაც განათლება საქართველოში აქვს მიღებული. მუზეუმში მისი ნახატების შეძენაც შეიძლებოდა.
სკოლის დირექციის ცნობით, გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.