„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ - ერკეთის საჯარო სკოლა პროექტში ჩაერთო
30-04-2018
ერკეთის საჯარო სკოლა სასწავლო და შემოქმედებით პროცესს ერთმანეთს ეფექტურად უთავსებს.
ცოტა ხნის წინ ერკეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
პარალელურად კი, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული არქივის ეგიდით ჩატარებულ პროექტში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, მონაწილეობა მიიღეს. მასწავლებელი ირმა კობიძე გახლდათ.
დირექციის ცნობით, სკოლაში შემეცნებითი აქტივობები ხშირად ხორციელდება.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს.