გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
24-04-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ინგლისურის პედაგოგის - მარი ბარდაველიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებაში ასევე ჩართულნი იყვნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - მზია ბერიშვილი და ლარისა ხარებაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს ბავშვებმა დედამიწაზე ფილმი ნახეს.

მათ ასევე დედამიწის გაფრთხილების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ცოდნა აიმაღლეს.

ბავშვებმა ასევე თემატური პოსტერები, ნახატები მოამზადეს და აღნიშნულ თემაზე გასართობი ვიქტორინა ითამაშეს. 

„ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა ჩვენი ვალია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203