თიანეთის მუნიციპალიტეტში პროექტი - ,,სპორტი ბარიერების გარეშე“ - მუნიციპალური შესარჩევი ტურნირი ჩატარდა.
აღნიშნული პროცესი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროგრამა - „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში მიმდინარეობდა.
პროექტი 2002-2004 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის სპრინტში 60 მეტრის დისტანციაზე გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის 2002-2004 წლებში დაბადებულმა მოსწავლეებმა მიიღეს.
გოგონებს შორის საპრიზო I ადგილი მაია წიწაკიშვილმა დაიკავა.
სკოლის დირექცია მას გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები